„რეალმა“ ენდრიკი „ლიონში“ გაანათხოვრა

0
5

მადრიდის „რეალმა“ თავდამსხმელი ენდრიკი „ლიონში“ გაანათხოვრა. 19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. „ლიონმა“ ესპანურ გრანდს ენდრიკის იჯარის სანაცვლოდ ერთი მილიონი ევრო გადაუხადა. ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი „ლიონს“ 29 დეკემბერს შეუერთდება.
მან მიმდინარე სეზონში „რეალში“ 3-ჯერ ითამაშა. ენდრიკი „რეალში“ 2024 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 40 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მას მადრიდელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი