„ფამალიკაო“, რომელშიც ოთარ მამაგეიშვილი გამოდის, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში სტუმრად „ბენფიკასთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ კვლავ არ უთამაშია. მან მიმდინარე სეზონში „ფამალიკაოში“ 6-ჯერ ითამაშა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე პენალტიდან პავლიდისმა გაიტანა. „ფამალიკაო“ 23 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





