ნეიმარმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა, რის შესახებ ბრაზილიის „სანტოსის“ პრესსამსახური იუწუენა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 33 წლის თავდამსხმელმა ტრავმა ჩემპიონატში „მირასოლთან“ (1:1) მატჩში მიიღო, რის გამო „ინტერნასიონალთან“ (1:1) შეხვედრა გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ფეხბურთელს ურჩევდნენ სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოეტოვებინა, ის „სანტოსს“ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. მან ოთხი მატჩი, რომლებშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
33 წლის ნეიმარი „სანტოსში“ მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა. „სანტოსმა“ ჩემპიონატში მე-12 ადგილი დაიკავა და ბრაზილიის სერია A-დან გავარდნას გადარჩა.
ლაშა თაბაგარი





