ისაკი „ლივერპულს“ დიდი ხნით გამოაკლდა

0
6

„ლივერპულის“ თავდამსხმელ ალექსანდრ ისაკს ოპერაცია გაუკეთეს, რის გამო, ხანგრძლივი პერიოდი გაუცდება. ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში „ლივერპულმა“ ლონდონის „ტოტენჰემი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო შვედმა ფორვარდმა ერთი გოლი გაიტანა. იმ ეპიზოდში, როდესაც ისაკი ბურთს კარში გზავნიდა, ფეხებში მეტოქის მცველი მიკი ვან დე ვენი ჩაუვარდა, რის შემდეგ ფორვარდს წვივის ძვალი მოტყდა და კოჭის დაუზიანდა.
26 წლის ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს და მოედანზე როდის დაბრუნდება უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ დაზიანებას დიდი ხანი მკურნალობა სჭირდება. ცნობისთვის, „ლივერპულმა“ ისაკი მიმდინარე წლის ზაფხულში „ნიუკასლიდან“ 145 მილიონ ევროდ შეიძინა. მან მერსისაიდელების შემადგენლობაში პრემიერლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი