„ცრვენა ზვეზდას“ ისევ დეიან სტანკოვიჩი გაუძვება, რომელმაც 21 დეკემბერს დათხოვნილი ვლადან მილოევიჩი შეცვალა. ამის შესახებ ბელგრადული გუნდის პრესსამსახური იუწყება.
47 წლის სტანკოვიჩი „ცრვენა ზვეზდას“ მანამდე 2019-2022 წლებში ხელმძღვანელობდა. მან გუნდთან ერთად სერბეთის ჩემპიონატი 3-ჯერ, ხოლო თასი 2-ჯერ მოიგო. სერბეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 2024 წლის მაისიდან მოსკოვის „სპარტაკს“ ხელმძღვანელობდა, რომლიდან მიმდინარე წლის 11 ნოემბერს დაითხოვეს.
მანამდე, ის გენუას „სამპდორიას“ და „ფერენცვაროშს“ უძღვებოდა. „ცრვენა ზვეზდა“ 45 ქულით სერბეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო ევროპა ლიგის ფაზაში გუნდი 10 ქულით მე-17 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





