ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. 74 წლის მიროსლვა კოუბეკმა ჩეხეთის საფეხბურთო ასოციაციასთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა. მან მიმდინარე წლის ოქტომბერში დათხოვნილი ივან ჰაშეკი შეცვალა.
პრაღის „სპარტას“ ყოფილი მეკარე 2023-2025 წლებში პლზენის „ვიქტორიას“ ავარჯიშებდა. გარდა ამისა, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი ჩეხური გუნდი გაუწვრთნია. კოუბეკის ხელმძღვანელობით „ვიქტორიამ“ 2015 წელს ჩეხეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. ის გასულ წელს თავისი ქვეყნის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ჩეხეთი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში შინ ირლანდიას შეხვდება და მოგების შემთხვევაში დანია-ჩრ.მაკედონიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





