ტიაგუ სილვა და „ფლუმინენსე“ დაშორდნენ

0
8

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანი ტიაგუ სილვა „ფლუმინენსედან“ წავიდა. 41 წლის ცენტრალურმა მცველმა და კლუბმა ხელშეკრულება შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ის „ფლუმინენსეში“ 2024 წლიდან გამოდიოდა. გასულ სეზონში სილვამ ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ტიაგუ სილვას მიზანი ევროპაში დაბრუნებაა, რათა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ეროვნულ გუნდში მოხვდეს, სადაც კარიერაში 113-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
„ფლუმინენსეს“ გარდა, ტიაგუ სილვა კარიერის განმავლობაში ასევე მოსკოვის „დინამოში“,  „მილანში“, პსჟ-ში და „ჩელსიში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი