„ვილიარეალი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ესპანეთის თასს გამოეთიშა. 1/16-ფინალში „ვილიარეალი“ სტუმრად სეგუნდა დივიზიონის ლიდერ სანტანდერის „რასინგს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრილი მიქაუტაძე მცველს გაცდა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ აუღო. მეორე ტაიმში მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა ფეხბურთელის ჩაწოდების შემდეგ, მიქაუტაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა მეკარემ ფეხით ბურთი მოიგერია.
მატჩის მე-6 წუთზე მასპინძლები არანამ დააწინაურა, რომელმაც 28-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 86-ე წუთზე „ვილიარეალიდან“ ერთადერთი გოლი აიოსო პერესმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





