დავიდე ანჩელოტიმ „ბოტაფოგოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ ბრაზილიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
გუნდიდან ასევე 36 წლის იტალიელი სპეციალისტის თანაშემწეები ლუის ტევენტე, ენდრიუ მანგანი და ფიზმომზადების მწვრთნელი ლუკა გერა წავიდნენ.
ბრაზილიური გამოცემა Globo-ს ინფორმაცით, უმცროსმა ანჩელოტიმ კლუბის ხელმძღვანელებს აცნობა, რომ პოსტიდნა გერას გაშვების გამო გადადგა. მისი განცხადებით მუშაობას იმ შემთხვევაში გააგრძელებდა თუ მისი სამწვრთნელო შტაბი შენარჩუნდებობდა, რასაც „ბოტაფოგო“ არ დაეთანხმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში „ბოტაფოგოს“ ბევრ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა ხშირად ჰქონდა. მოთამაშეები ვარჯიშების მაღალ ინტენსივობაზე ჩიოდნენ, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის მჭიდრო და დატვირთულ გრაფილს არ შეესაბამებოდა.
კარლო ანჩელოტის შვილი „ბოტაფოგოს“ 2025 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 33 თამაში ჩაატარა – 15 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. გასულ სეზონში „ბოტაფოგომ“ ბრაზილიის ჩემპიონატში 38 მატჩში 63 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი





