„სამგურალი“ კაპიტანს დაემშვიდობა

0
3

„სამგურალი“ აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა დემურ ჩიხლაძემ დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი ამოეწურა და კარიერას სხვა გუნდში განაგრძობს.
ჩიხლაძემ წყალტუბოურ კლუბში 8 სეზონი გაატარა და 200 ოფიციალურ მატჩზე მეტი ჩაატარა. „სამგურალმა“, რომელსაც ბრაზილიელი ტიაგო გომესი წვრთნის, გასულ სეზონში 10-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი