გორის „დილას“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი სირილ ედუძი კარიერას დანიის სუპერლიგაში განაგრძობს. გორელთა პრესსამსახუწის ინფორმაციით, 19 წლის განელი ფეხბურთელი „რანდერსში“ ითამაშებს.
ედუძი „დილაში“ 2025 წლის იანვარში ჩაირიცხა და განვლილ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მან გორელებთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიპოვა, ხოლო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი





