ლომინაძე დაბრუნდა – პორტუგალიაში „ქართული“ დერბი არ შედგა

0
6

ნოდარ ლომინაძე ტრავმით გამოწვეული იძულებითი ერთთვიანი დასვენების შემდეგ დაბრუნდა და „ეშტორილში“ ითამაშა. პორტუგალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში „ეშტორილი“ სტუმრად „ფამალიკაოს“ შეხვდა, სადაც ოთარ მამაგეიშვილი ირიცხება და 0:4 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი „ეშტორილის“ სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მეორე ტაიმი ჩაატარა. მამაგეიშვილი განაცხადში არ იყო. „ფამალიკაომ“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ 3 გოლი გაიტანა – 23 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა. „ეშტორილი“ 14 ქულით მეცამეტეა.
ლაშა თაბაგარი