კვერნაძე სერია B-ში გალიდერდა

0
11

„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე თამაშობს, იტალიის სერია B-ს მე-16 ტურში სტუმრად „პესკარას“ დაუპირისპირდა და 2:1 სძლია. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბმა ისევ სასტარტოში ითამაშა და 74-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლები პირვლ წუთზე ტონინმა დააწინაურა, ხოლო ოთხ წუთში კოცუპიასმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 56-ე წუთზე ოუონომ „პესკარას“ კარი აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. „ფროზინონეს“ ზედიზედ 8 მატჩია არ წაუგია (6 გაამრჯვება და 2 ფრე) – 34 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ანზორ მექვაბიშვილი კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ გასვლაზე „ჰერმანსტადტს“ 2:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „უნივერსიტატია“ 37 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი