ბრატისლავას „სლოვანი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გურამ კაშიაა სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე დაბრუნდა. მე-18 ტურში ბრატისლაველები შინ „ჟილინას“ დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 38 წლის კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. „ჟილინას“ განაცხადში 20 წლის ქართველოს მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია.
„სლოვანმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რასაც სტუმრებმა ორი ბურთით უპასუხეს. „სლოვანს“ 39 ქულა აქვს და 12 გუნდში პირველ ადგილზეა – ცოტნე კაპანაძის და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედას“ ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





