გოგლიჩიძის მცირე დრო ჩემპიონთან მოგებული მატჩში

0
3

„უდინეზემ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 73-ე წუთზე ნიდერლანდელმა ნახევარმცველი იურგენ ეკელენკამპმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ჩაერთო. ის „უდინეზეში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და იტალიის ჩემპიონატში 7-ჯერ ითამაშა. უდინელებს 21 ქულა აქვთ და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი