სიგუამ ბაზელში ქულა აიღო

0
5

„ლოზანა“, რომლის სასტარტო შემადგენლობაში გაბრიელ სიგუა დამკვიდრდა, შვეიცარიის ჩემპიონატის მე-17 ტურში გასვლაზე „ბაზელს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში 12-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. „ლოზანამ“ თამაში 9 კაცით ჩაამთავრა – 59-ე წუთზე ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, ხოლო 95-ე წუთზე მეორე. „ლოზანა“ 21 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.
ლაშა თაბაგარი