წიტაიშვილის საუცხოო გოლი პსჟ-სთან

0
3

გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც „მეცში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-16 ტურში „მეცი“, სადაც გიორგი აბუშვილიც გამოდის, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შინ შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
მატჩის 31-ე წუთზე სტუმრები გონსალუ რამუშმა დააწინაურა, ხოლო 39-ე წუთზე ნჯატუმ პსჟ-ს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 42-ე წუთზე მასპინძლებიდან ერთი ბურთი დემენგემ გაქვითა. 63-ე წუთზე ტრავმის მორჩენის შემდეგ დაბრუნებულმა დეზირე დუემ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში კარგი პასი გაუკეთა მბაიეს, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფი წიტაიშვილი მე-80 წუთზე მეტოქის ნახევარზე ერთი მცველს გაცდა და საჯარიმოში შესულმა „კედელი“ ჰეინთან გაითამაშა, რის შემდეგ ბურთი „ცხრიანში“ გაახვია. 85-ე წუთზე წიტაიშვილის ნაცვლად მოედანზე აბუაშვილი შევიდა.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ 36 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო „მეცი“ 11 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი