ქოჩორაშვილის დაბრუნება სასტარტოში და საგოლე პასი

0
3

გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ სასტარტო შემადგენლობაში პორტუგალიის ჩემპიონატში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ითამაშა. მე-14 ტურში მოქმედი ჩემპიონი შინ „ავეშს“ დაუპირისპირდა და 6:0 გაანადგურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ, კატამომ ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში „სპორტინგში“ 11-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, თითო თამაში პორტუგალიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარა. ქოჩორაშვილმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, „სპორტინგი“ 35 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა,
ლაშა თაბაგარი