დვალი ბულგარეთის თასის 1/4-ფინალშია

0
3

სოფიის ცსკა, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის, ბულგარეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალში სოფიელები სტუმრად თანაქალაქელ „სლავიას“ შეხვდნენ და დამატებით დროში 3:2 აჯობეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა და ცსკა-მ ანგარიში დამატებულ მეორე წუთზე გაათანაბრა. მასპინძლები მეორე ტაიმსაც იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა თანაფარდობა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე აღადგინეს. დამატებით დრო დაინიშნა და ცსკა-მ მომდევნო ეტაპზე 113-ე წუთზე გატანილი გოლით გააღწია.
ლაშა თაბაგარი