დავითაშვილის პირველი დუბლი სეზონში

0
3

ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. მე-17 ტურში „სენტ-ეტიენმა“ „ბასტია“ მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით ქულა აიღო.
24-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, დავითაშვილმა მეტოქის საჯარიმოში ერთი შეხებით ბურთი ისე მიიღო, რომ მცველი ჩამოიცილა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
81-ე წუთზე „ბასტიას“ საჯარიმოში მყოფმა დავითაშვილმა  ბურთის დამუშავების დროს ორი მცველი მოიტოვა და ძლიერი დარტყმით ზედა კუთხეში გაიტანა – 2:2. 87-ე წუთზე მასპინძლებს სამი ქულის აღების შანსი ჰქონდა, მაგრამ ტარდიემ პენალტი ვერ გაიტანა.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ამ სეზონში მის ანგარიშზე 15 მატჩში გატანილი 8 გოლის გარდა, 1 საგოლე პასია. „სენტ-ეტიენი“ 30 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი