ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ამჯერად, 32 წლის შემტევი ჩინეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ გამოარჩია, რომლის დაჯილდოვების ცერემონიალი 12 დეკემბერს ქალაქ შანხაიში გაიმართა. მანამდე, ყაზაიშვილი საუკეთესოდ ავტორიტეტული ჩინური გამოცემების LiveBar-სა და Dongqiud-ის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღიარეს.
ყაზაიშვილის აღიარება გასაკვირი არაა, რადგან გასულ სეზონში „შანდუნ ტაიშანის“ შემადგენლობაში ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან აზიის ჩემპიონთა ლიგაში 8-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ყაზაიშვილი სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მე-2 ადგილზე გავიდა – ერთი ბურთით „ბეიჯინგ გოანის“ ანგოლელ ფორვარდ ფაბიო აბრეუს ჩამორჩა. „შანდუნი“ 53 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი





