გიორგი პაპუნაშვილმა „ზირეს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
მე-15 ტურში „ზირეს“ სტუმრად „შამახს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მე-8 წუთზე მასპინძლების მცველის მოგერიებული ბურთი ჩაჭრა და დაახლოებით 25 მეტრიდან „ცხრიანში“ ზუსტად გაგზავნა – 0:1. მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „ზირეს“ განაცხადში თავდამსხმელი დავით ვოლკოვი ვერ მოხვდა. 54-ე წუთზე „შამახიდან“ ანგარიში მსანგამ გაათანაბრა, 62-ე წუთზე კი სტუმართა კარი როსიმ აიღ, რომელმაც პენალტი გამოიყენა. დარჩენილ დროში ანგარიშ არ შეცვლილა და „ზირე“ 27 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





