პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ოქროს ბურთის“ მფლობელ უსმან დემბელეს გამოჯანმრთელების პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ გვინდა, რომ ის ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში დაბრუნდეს. ეს არასასიამოვნო სიტუაცია როგორც გუნდისთვის, ასევე – მისთვის. ჩვენ საუცხოოდ გვესმის მას რა სარგებლის მოტანა შეუძლია. თუმცა, ახლა მის არყოფნას უნდა შევეგუოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს.
ბოლო დღეებში ის ავადმყოფობდა, რის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშს შეუდგა – ეს აღდგენითი პროცესის ნაწილია. ჩვენ თითოეულ ტრავმირებულ ფეხბურთელთან დაკავშირებით მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს პსჟ-ს ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი





