ხორხელის სადებიუტო გოლი სლოვაკეთში

0
5

ლუკა ხორხელმა ტრნავის „სპარტაკის“ მაისურით ჩეხეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-18 ტურში ტრნაველებმა შინ „სკალიცა“ 2:0 დაამარცხეს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა თავდამსხმელმა 41-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ის 70-ე წუთზე შეცვალეს. 25 წლის ხორხელი „სპარტაკში“ მიმდინარე სეზონის წინ წყალტუბოს „სამგურალიდან“ გადავიდა და 12 შეხვედრაში თავი პირველად გამოიჩინა. „ტრნაველები“ 35 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.
ჩემპიონატს 38 ქულით ცოტნე კაპანაძის და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა“ ლიდერობს, რომელმაც სტუმრად „პოდბრეზოვას“ 1:0 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ორივე ექსფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა – მარჯვენა მცველმა კაპანაძე მოედანზე ორი ტაიმი გაატარა, ხოლო 76-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი