ხარატიშვილმა მიჯრით მესამე თამაში მოიგო

0
4

„პარდუბიცემ“, რომლის კარს ლუკა ხარატიშვილი იცავს, ჩეხეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. მე-19 ტურში პარდუბიცელებმა სტუმრად ოსტრავის „ბანიკი“ 4:1 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსმეკრემ შეუცვლელად ითამაშა.
ცნობისთვის, „პარდიბიცემ“ თავისი წარმატებული სერია სტუმრად პრაღის „სპარტასთან“ სენსაციური გამარჯვებით დაიწყო და ხარატიშვილს ჩეხეთის პირველობაზე დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში ჰქონდა. „პარდუბიცე“ 21 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
„ვეილემ“, სადაც გიორგი ტაბატაძე გამოდის, დანიის თასის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ „ვიბორგს“ 1:0 სძლია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. „ვეილემ“ პირველი თამაში სტუმრად 1:4 წააგო და თასს გამოეთიშა
ლაშა თაბაგარი