„ჰამბურგი“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში სტუმრად „ჰოფენჰაიმს“ შეხვდა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ, თავდამსხმელმა რაიან ფილიპმა შეცვალა. იმ მომენტისთვის მასპინძლები 2:0 იგებდნენ.
შესვენების შემდეგ, „ჰოფენჰაიმმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა, ხოლო „ჰამბურგმა“ ერთი ბურთი გაქვითა. სტუმრებს ანგარიშში სხვაობის შემცირება ორ ბურთამდე შეეძლოთ, მაგრამ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ფილიპმა პენალტი ვერ გამოიყენა. „ჰამბურგი“ 14 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუდუ ზივზივაძის გარეშე გასვლაზე სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „ზანქტ-პაულს“ დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ტრავმირებულია და ამიტომ ვერ თამაშობს. მასპინძლებმა კარსის გოლით პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, მაგრამ შესვენებაზე კაცნაკლულნი გავიდნენ, ვინაიდან 45-ე წუთზე ნახევარმცველი სმიტი გაუძევეს. 53-ე წუთზე კარსმა დუბლი შეასრულა, ხოლო 64-ე წუთზე სტუმრებიდან მეტოქის კარი პიერინგერმა აიღო. „ზანქტ-პაული“ 11 ქულით 18 გუნდს შორის მე-17 პოზიციაზეა.
იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში “ტორინომ” “კრემონეზე” მიიღო და 1:0 აჯობა. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 27-ე წუთზე ვლაშიჩმა გაიტანა. ტურინელებს დიდი ხანია ტრავმის გამო საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა საზონოვი ვერ ეხმარება. ჩვენი 21-წლამდელთა გუნდის ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე სტუმრების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “კრემონეზე” 20 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა, ხოლო “ტორინო” 17 ქულით მეთორმეტეა.
ლაშა თაბაგარი





