ჩაკვეტაძე ამჯერად სასტარტოში ვერ მოხვდა

0
5

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში ჩატარების შემდეგ, თადარიგში გადასვეს. ინგლისის ჩემპიონშიფის 21-ე ტურში უოტფორდელები სატურნირო ცხრილში უშუალო მეზებელ „რექსემს“ სტუმრად შეხვდნენ და სამი ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში დაკარგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა, ხოლო 8 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის 21-ე წუთზე მასპინძლები ვინდასმა დააწინაურა, ხოლო 30-ე წუთზე დუმბიამ ანგარიში გაათანაბრა. 42-ე წუთზე მაამამ „უოტფორდი“ წინ გაიყვანა, მაგრამ 92-ე წუთზე გოლი რეთბონისგან გაუშვა. უოტფორდელები 29 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე არიან.
ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში „ლივერპულმა“ შინ „ბრაიტონს“ 2:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი მასპინძლების თადარიგში იყო. „ლივერპული“ პირველ წუთზე ეკიტიკემ დააწინაურა, რომელმაც მე-60 წუთზე დუბლი შეასრულა. მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ 26 ქულით 20 გუნდში მეექვსეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-18 ტურში „გრანადა“ სტუმრად ხიხონის „სპორტინგს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. მასპინძელბიდან ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გელაბერტ პინამ 90-ე წუთზე გაიტანა. სტუმრების განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსკაპიტან ლუკა გაგნიძეს ტრავმის გამო არ უთამაშია. „გრანად“ 20 ქულით 20-გუნდიან სეგუნდაში მე-16 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი