„ვილიარეალ“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა. 1/32-ფინალში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ სტუმრად ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგაში მოასპარეზე „ანტონიანოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო 102-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში აიოსე პერესმა გახსნა. 107-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ხესუს გარსიამ გაიტანა.
„ვილიარეალმა“ პენალტების სერიაში 5:3 გაიმარჯვა, ხოლო მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





