შოთა არველაძე „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს. ამის შესახებ თურქეთის სუპერლიგის კლუბის პრესსამსახური იუწყება. ქართველი სპეციალისტის ნაცვლად გუნდს თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ემრე ბელეზოღლუ გაწვრთნის.
არველაძე „ქასიმფაშას“ თავკაცად მიმდინარე წლის ივნისში დანიშნეს, ის სტამბოლელებს 2012-2015 წლებშიც უძღვებოდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (26 გოლი) კარიერის დასრულების შემდეგ, ასევე თურქეთის “ქაისერისფორს” და “ტრაბზონსფორს”, ისრაელის თელ-ავივის “მაკაბის”, უზბეკეთის ტაშკენტის “ფახთაქორს” და ინგლისის ჩემპიონშიფის “ჰალ სიტის” უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი





