ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. “უნივერსიტატიამ” რუმინეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. კრაიოველები გასვლაზე „პეტროლულს“ შეხვდნენ და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. 86-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ, მექვაბიშვილმა მეტოქის ნახევარზე ბურთი ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„უნივერსიტატია“ 6 ქულით რუმინეთის თასის 6-გუნდიან B ჯგუფში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





