შვეიცარიის „ლოზანა“, სადაც გაბრიელ სიგუა თამაშობს, უეფას კონფერენს ლიგის მე-4 ტურში სტუმრად პოზნანის „ლეხს“ შეხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუშვა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, პოლონელები 67-ე წუთზე ისმაჰილმა დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე თავი აგნერომ გამოიჩინა.
„ლოზანა“ 7 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. სიგუას გუნდი კონფერენს ლიგაში მომდევნო შეხვედრას 12 დეკემბერს სტუმრად ფინეთის კუპს-თან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





