კიტეიშვილის ულამაზესი გოლი ევროპა ლიგაში

0
8

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში ევროპა ლიგის ფაზის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-5 ტურში ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი სტუმრად ათენის „პანათინაიკოსს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-18 წუთზე ანგარიში სვიდერსკიმ გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ზაროურის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, თავით გაიტანა. 34-ე წუთზე კიტეიშვილმა დაახლოებით 26-27 მეტრიდან უძლიერესი და ეფექტური დარტყმით ეფექტური გოლი შეაგდო. 74-ე წუთზე კალაბრიამ ავსტრიელთა შაჯარიმოშ ერთი მცველი ჩამოიცილა და ბურთი კარის ბადეში გაახვია. დარჩენილ დროში მეტო გოლი არ გასულა და „შტურმი“ 4 ქულით ევროპა ლიგის 36-გუნდიან ჯგუფში 28-ე ადგილზეა. გრაცელები ევროპა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს სახლში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებენ/
ლაშა თაბაგარი