„რუსთავი“ მომავალ წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა 34-ე ტურში ლიგა 3-ში გავარდნილ თბილისის „დინამო 2“-ს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „რუსთავს“ 68 ქულა აქვს და 7 ქულით ასწრებს მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „სპაერს“. ცნობისთვის, რუსთაველები კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ.
ლაშა თაბაგარი





