ნეიმარისთვის სეზონი დასრულდა

0
7

.„სანტოსის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა მარცხენა მუხლის მენისკის ტრავმა მიიღო და მიმდინარე წელს მოედანზე ვეღარ გავა, რის შესახებ ბრაზილიური გამოცემა Globo იუწყება.
ნეიმარმა მუხლში ტკივილი ბრაზილიის ჩემპიონატის 35-ე ტურში „ინტერნასიონალთან“ მატჩამდე იგრძნო, რის გამო, არ უთამაშია. მოსალოდნელი იყო, რომ ფეხბურთელი მომდევნო შეხვედრას ჩაატარებდა, მაგრამ დაზიანება მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა. შედეგად, ნეიმარი „სანტოსს“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გასამართ გადამწყვეტ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
მან მიმდინარე სეზონში „სანტოსში“ ყველა ტურნირში 25-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა. მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლოს ეწურება.
ლაშა თაბაგარი