მიქაუტაძე დორტმუნდში არ ათამაშეს

0
5

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში „ვილიარეალი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდა და 4 უპასუხო ბურთი გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში გირასიმ გახსნა, რომელმაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ესპანელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი კარში თავით გადაგზავნა – 1:0.
50-ე წუთზე თავის საჯარიმოში ხელით თამაშისთვის ესპანელებს ფოიტი გაუძევეს და მსაჯმა პენალტი დაინიშნა, რომელიც გირასიმ დაარტყა და მეკარემ ფეხით მოიგერია ბურთი, რომელიც ისევ გერმანელთა თავდამსხმელს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი დუბლი შეასრულა – 2:0. 58-ე წუთზე ადეიემიმ თავისი დაწყებული კომბინაცია მეკარესთან პირისპირ გასვლით და ზუსტი დარტყმით დაასრულა – 3:0. 82-ე წუთზე მასპინძლებიდან პენალტი ფაბიო სილვამ ვერ გამოიყენა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გროსმა მარჯვენა ფლანგიდან „ვილიარეალის“ საჯარიმოში ჩააწოდა და სვენსონმა თავით შეაგდო – 4:0.
„ვილიარელმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ქულა აიღო და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 34-ე ადგილზეა. ამ ტურნირში მიქაუტაძის გუნდი მომდევნ მატჩს 10 დეკემბერს სახლში „კოპენჰაგენთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი