ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა და ჩემპიონშიფში ითამაშა

0
6

გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „უოტფორდის“ შემადგენლობაშ ითამაშა. ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში „უოტფორდმა“ „პრესტონს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო. ის „პრესტონთან“ შეხვედრამდე ბოლოს მოედანზე მიმდინარე წლის 5 აპრილს „ბრისტოლთან“ მატჩში გავიდა და ტერფის ძვალი დაიზიანა, რის გამო ოპერაცია გაიკეთა. 26 წლის ფეხბურთელი სექტემბერში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაუხანგრძლივდა. „უოტფორდი“ 24 ქულით 24 გუნდში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი