ობლაკის რეკორდი ლა ლიგაში

0
6

მადრიდის „ატლეტიკოს“ კარის დარაჯი ესპანეთის ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო მეკარედ მეექვსედ დაასახელეს. ჯილდო გადაეცემა მეკარეს, რომელმაც სეზონის განმავლობაში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა. სლოვენიის ეროვნული გუნდის გოლკიპერმა 2024-2025 წლების სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 36 შეხვედრაში თავის კარში 30 ბურთი მიიღო. მან 16 თამაშში კარი „მშრალად“ შეინახა.
ობლაკზე მეტჯერ ლეგენდარული ესპანელი მეკარის რიკარდო ზამორას სახელობის პრიზი ლა ლიგაში არავის მოუპოვებია. მანამდე, მას ასეთი პატივი წილად 2016, 2017, 2018, 2019 და 2021 წლებში ხვდა.
ობლაკმა „ბარსელონას“ ყოფილ მეკარეებს ვიქტორ ვალდესს და ანტონი რამალტიესს აჯობა, რომლებიც ზამორას პრიზს 5-5-ჯერ ფლობდნენ.
ლაშა თაბაგარი