იური ტაბატაძე ნაადრევად შეცვალეს

0
5

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-15 ტურში „კადისმა“, რომელშიც იური ტაბატაძე თამაშობს, შინ „კულტურალ ლეონესასთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც შეხვედრაში სამივე გოლი გასული იყო. „კადისი“ 21 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის მე-15 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ შინ „პრეშოვს“ ვერ მოუგო – 0:0. მასპინძლებში მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ფორვარდი გიორგი გაგუა თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. „დუნაისკა სტრედა“ 29 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
ლაშა თაბაგარი