ბერიძის გაცუდებული პენალტი, ბერიაშვილი გააძევეს

0
3

უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-14 ტურში „უიპეშტი“ გასვლაზე „პაკშს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა. გიორგი ბერიძე სტუმრების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე, როდესაც „უიპეშტი“ 1:0 იგებდა, პენალტი ვერ გაიტანა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. „უიპეშტი“ 16 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
მტკ „დიოშდიორს“ ეწვია და 0:4 დამარცხდა. სტუმრების სასტარტოში ცენტრალური მცველი გიორგი ბერიაშვილი იყო, რომელიც 66-ე წუთზე უხეშობისთვის გააძევეს. მტკ 20 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი