ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა – „სპორტინგის“ თასის 1/18-ფინალშია

0
5

გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატში ორი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ერთი მატჩის გამოტოვების შემდეგ, ლისაბონის „სპორტინგის“ სასტარტოში ითამაშა.
პორტუგალიის თასის 1/16-ფინალში ლისაბონელებმა შინ მეოთხე ლიგის „მარინენსეს“ 3:0 აჯობეს, ხოლო საქართელოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „სპორტინგმა“ ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა და ქოჩორაშვილი საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა. ცნობისთვის, მან „მარინენსესთან“ შეხვედრამდე „სპორტინგში“ ბოლო მატჩი ასევე თასზე შინ „ალვერკასთან“ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი