ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მე-3 საგოლე პასი შეასრულა.
მე-13 ტურში პარიზელებმა „ლე ავრი“ მიიღეს და 3:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. მან 87-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა ბარკოლას, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და საბოლოო ანგარიში გააფორმა. პსჟ 30 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილშ ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





