„ექსელსიორმა“, რომელშიც ირაკლი ეგოიანი გამოდის, სენსაცია გამოაცხო და ერედივიზიონის მე-13 ტურში გასვლაზე ამსტერდამის „აიაქსს“ 2:1 აჯობა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა, რომელმაც ტრავმის გამო ნოემბერში სტუმრად საბერძნეთთან (0:3), ხოლო სახლში გერმანიასთან (0:2) წაგებული მატჩები გამოტოვა, შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრებიდან ანგარიში 37-ე წუთზე ნაუიოკსმა გახსნა, რომელმაც 46-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე დოლბერგმა გაიტანა. „ექსელსიორი“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





