დავითაშვილის საგოლე პასი

0
6

ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა. მე-15 ტურში „სენტ-ეტიენმა“ თავის მოედანზე „ნანსი“ 2:1 დაამარცხა და 27-ე წუთზე საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა მეკარესთან პირისპირ კარდონა გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა. დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში, ერთი საგოლე გადაცემის გარდა, 6 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი