საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას ნოემბრის თვის რეიტინგში ოქტომბერთან შედარებით 3 საფეხურით დაქვეითდა და 73-ე პოზიციაზეა.
რეიტინგის სათავეში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, მეორე პოზიციაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა, ხოლო მესამე – საფრანგეთი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა – ერთი თამაში მოიგო და 5 წააგო. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 7 გოლი გაიტანა და 15 გაუშვა. ჯგუფში 16 ქულით პირველ ადგილზე ესპანეთი გავიდა, ხოლო თურქეთმა 13 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა. ბულგარეთმა 3 ქულით ბოლო პოზიცია დაიკავა.
ლაშა თაბაგარი





