მაკლარენი იამაიკის ნაკრებიდან წავიდა

0
9

სტივ მაკლარენმა იამაკის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიიონატზე პირდაპირ ვერმოხვედრის შემდეგ დატოვა. მუნდიალის შესარჩევის მე-6 ტურში იამაიკელებმა შინ კურასაოს უგოლო ფრეზე გაეყარა. იამაიკელები 11 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო პირველი პოზიცია კურასაომ დაიკავა, რომელიც მოსახლეობის მხრივ ყველაზე პატარა ქვეყანაა, ვისაც მუნდიალის ფინალურ ეტაპზე უთამაშია;. 64 წლის ინგლისელი სპეციალისტი იამაიკელებს 2024 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა.
იამაიკას მსოფლიო პირველობაზე მოხვედრის შანსი კიდევ აქვს ექვსგუნდიანი პლეი-ოფიდან, სადაც ასევე ერაყი, კონგოდ დემოკრატიული რესპუბლიკა. ბოლივია, სურინამი და ახალი კალედონია ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი