პსჟ-ს კაპიტანი აშრაფ ჰაკიმი აფრიკის 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შესახებ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
მიმდინარე წელს პარიზელთა კაპიტანმა საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გარდა ამისა, პსჟ აშშ-ში გამართულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც „ჩელსისთან“ დამარცხდა. ჰაკიმიმ ყველა ტურნირში ჩატარებულ 55 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ამჟამად, ის მარცხენა ფეხის კოჭის ტრავმა მკურნალობს.
ლაშა თაბაგარი





