საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სტუმრად ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი აბუაშვილმა გააკეთეს.
ოთარ კიტეიშვილი: “მინდა პირველ რიგში გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადოთ. დღეს ვნახეთ, რომ ბულგარეთის ნაკრებმა ფაქტობრივად არიელი სტადიონზე ითამაშა, სადაც ქართველი გულშემატკივრები უფრო ბევრნი იყვნენ. ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ყველა რთულ პერიოდში ჩვენს გვერდით არიან და ითვალისწინებენ ყველაფერს, განსაკუთრებით ახლა. შესაძლოა ამ ყველაფერს არც ვიმსახურებთ, მაგრამ როგორც გასვლით ისე საშინაო მატჩებში ისინი სულ ჩვენთან ერთად არიან”.
გიორგი აბუაშვილი – “სამწუხაროდ ეს შესარჩევი ისე არ დასრულდა, როგორც ჩვენ გვსურდა, თუმცა უნდა ვიშრომოთ და უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ. მარტიდან აუცილებლად დავიწყებთ რაღაც ახლის შენებას”.
ჯგუფში პირველ ადგილზე ესპანეთი გავიდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. თურქეთმა 13 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა და პლეი-ოფში ითამაშებს, ხოლო ბულგარეთი 3 ქულით ბოლოა, რადგან საქართველოს გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩა.





