მამარდაშვილი: “ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინაა…”

0
9

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის თქმით, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩატარებული მატჩების შემდეგ, კარგად გამოჩნდა თუ ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე. მან ამის შესახებ თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა.
„ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა. ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის, როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს.
ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას, რომელიც მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე. მადლობა ყველას, ვინც დღესაც, გუშინაც და ხვალაც ჩვენს უკან დგას და იდგება. წინ კიდევ დიდი გზაა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გამარჯვებებით გავაგრძელოთ. თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდ ძალას გვაძლევს“.
ლაშა თაბაგარი