პსჟ-მ და მბაპემ ერთმანეთს უჩივლეს

0
4

პსჟ-მ სასამართლოში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტან და „რეალის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს უჩივლა. პარიზული კლუბი ფეხბურთელისგან კომპენსაციად 180 მილიონ ევროს ითხოვს, რადგან მან 2023 წელს საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალში“ 300 მილიონ ევროდ გადასვლა იუარა.
იმავე დღეს სასამართლოში სარჩელი მბაპემ შეიტანა, რომელიც პსჟ-სგან 240 მილიონ ევროს ითხოვს.
 Radio France Internationale-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი კლუბს იმის გამო უჩივის, რომ მისი ხანმოკლე კონტრაქტების გრძელვადიანად პერეკლასიფიცირება მოხდა. გარდა ამისა, მან კლუბი უპატივისცემლობაში დაადანაშაულა, როდესაც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალ აგენტად წასვლა გადაწყვიტა.
ლაშა თაბაგარი