„სანტოსის“ თავდამსხმელმა ნეიმარის მამის კოპმანია NR Sports-მა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს ბრენდზე უფლება 18 მილიონ დოლარად შეიძინა, იუწყება UOL.
NR Sports-მა მიიღო უფლება პელეს გამოსახულებაზე, საარქივო მასალებზე და კომერციულ უფლებებზე.
ფეხბურთის „მეფედ“ წოდებული პელე ერთადერთია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის სამჯერ მოიგო. მან თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი „სანტოსში“ გაატარა, ხოლო ორი სეზონი „ნიუ იორკ კოსმოსში“ გამოდიოდა. პელე 82 წლის ასაკში 2022 წელს გარდაიცვალა.
33 წლის ნეიმარმა მიმდინარე სეზონში „სანტოსში“ ჩატარებულ 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





